Posts

Showing posts from March, 2020
Image
დედაენის დღე   საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვ ნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობ რივი საპროტესტო შეკრებები დაიწყეს, რომლის კუ ლმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთავ ელის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა. ...